სალომე ამანათიშვილის შესახებ

ბრენდის მთავარი მხატვარ-დიზაინერი სალომე ამანათიშვილია. სალომეს  ხატვა ბავშვობიდან იზიდავდა და თბილისის სამხატვრო აკადემიაში ჩაბარებამდე არაერთი შთამბეჭდავი პერსონალური გამოფენა შემოუთავაზებია დამთვალიერებლებისთვის.

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში მან 2000 წელს ჩააბარა მოდელირების ფაკულტეტზე და ტყავ-გალანტერიის განხრა პროფესიონალურ დონეზე შეისწავლა.

2004 წელს კი ამავე მიმართულებით მაგისტრიც გახდა.

რაც შეეხება პრაქტიკულ სამუშაოს, სალომე მეორე კურსიდან ინდივიდუალურ შეკვეთებსა და კერძო პროექტებზე მუშაობდა ჩანთებისა და აქსესუარების მიმართულებით, მოგვიანებით კი საკუთარი ბრენდიც წარმოგვიდგინა.

ბრენდი SALLE DE MODIS შესახებ

მოდის სახლი “SALLE DE MODE” დაფუძნდა 2003 წელს, რომელიც დღემდე წარმატებით ფუნქციონირებს, სადაც იწარმოება ქალისა და მამაკაცის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ჩანთები და სხვადასხვა აქსესუარები.

მოდის სახელი მოღვაწეობს დიზაინერი სალომე ამანათიშვილი.

2010 წელს მოდის სახელი “SALLE DE MODE”-მა და სალომე ამანათიშვილმა მონაწილეობა მიიღო “TBILISI  FASHION  WEEK”-ში და მის ფარგლებში გამართა ორი ჩვენება, რომელშიც წარმოადგინა 2010 გაზაფხული – ზაფხულის და 2011 შემოდგომა – ზამთრის კოლექციები. 2011 წელს მონაწილეობა მიიღო  “GEORGIAN  FASHION  WEEK”-ში. 2014 წელს მონაწილეობა მიიღო “SHOW ROOM BE NEXT -ში რომელიც ყოველწლიურად იმართება პარიზში.

პირველი ყველაზე ცნობილი კოლექციის თემაა “ლაბირინთი”, რომელიც ბრენდმა შექმნა 2012 წელს. ამ კოლექციისათვის ფარგლებში შეიქმნა ტანსაცმლის, ფეხმასცმლის, ჩანთების და სხვა აქსესუარების ხაზი. აღნიშნული კოლექცია დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს, როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ.

კოლექციებში წარმოდგენილი ნამუშევრები (ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ჩანთები და სხვა აქსესუარების ხაზი. აღნიშნული კოლექცია დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს, როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ.

კოლექციებში წარმოდგენილი (ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ჩანთები და სხვა აქსესუარები) სრულად შექმნილია “SALLE DE MODE”-ში.